ვერატი: "ტუხელის მოსვლის შემდეგ კლუბში უკეთესი ატმოსფეროა"

3-10-2018, 23:11

"პარი სენ-ჟერმენის" იტალიელმა ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ პრესასთან საუბრსას აღნიშნა, რომ გუნდის სათავეში თომას ტუხელის მოსვლის შემდეგ, ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა. 

"ჩემი აზრით, ტუხელს ფეხბურთელებთან კარგი მიდგომა აქვს, ჩვენთან ახლო ურთიერთობას ამყარებს, რაც ძალიან მოგვწონს. ის პირდაპირი ადამიანია და მუდამ მუდამ იმას ამბობს, რასაც ფიქრობს, სიმართლის თქმა არავისთან არ ერიდება".

"ზოგჯერ, ხდება ხოლმე, როცა  ის უსიამოვნო რაღაცაც ამბობს. მაგრამ, გვესაუბრება და ჩვენ ასე თუ ისე ვხვდებით, რას ითხოვენ ჩვენგან".

"დამრიგებელთან ასეთი ურთიერთობის შემხედვარე, ფეხბურთელებს შორის დამოკიდებულებაც გაუმჯობესდა, ახლა უკეთესი ატმოსფეროა. ეს ყველაფერი მოტივაციასაც გვიმაღლებს და ყველაფერს მეტი პასუხისმგებლობით ვუდგებით." - აღნიშნა იტალიელმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანელმა თომას ტუხელმა ამ თანამდებობაზე უნაი ემერი შეცვალა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით