კვირკველიას "ლოკომოტივის" მწვრთნელის პირველი კომენტარი ჩემპიონთა ლიგაზე მარცხის შემდეგ

4-10-2018, 15:38

ქართველი ფეხბურთელის, საბა კვირკველიას "ლოკომოტივი" ჩემპიონთა ლიგაზე "შალკესთან" დამარცხდა (0:1). ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

მატჩის დასრულების შემდეგ, "რკინიგზელების" თავკაცმა, იური სემინმა კომენტარი გააკეთა:

"ჩვენ ძალიან კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ, მაგრამ მეორე ტაიმში "შალკემ" ტემპს უმატა  და მოედნის ცენტრი მეტოქეს ჩავაბარეთ. ფეხბურთი სამართლიანი სპორტია და შედეგიც, რა თქმა უნდა, სამართლიანია", - განაცხადა მან

შეგახსენებთ, 2 ტურის შემდეგ, სემინის ბიჭებს ნული ქულა აქვთ. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით