ანანიძე თამაშისთვის მზად არაა

4-10-2018, 23:06

უეფას ევროპა ლიგის მეორე ტურში მოსკოვის ''სპარტაკი'' ესპანურ ''ვილიარეალს'' უმასპინძლებს.

რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით მასიმო კარეკას გუნდში ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ვერ ითამაშებს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი თამაშისთვის მზად არაა.

''ვილიარეალთან'' მატჩისწინა დღეს ჯანო ანანიძემ, ალექსანდრ სელიხოვმა, ილია კუტეპოვმა, მარკო პეტკოვიჩმა და პედრო როშამ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშეს. მათ ''ვილიარეალის'' წინააღმდეგ ვერ ვიხილავთ.

''სპარტაკისა'' და ''ვილიარეალის'' დაპირისპირება დღეს, 4 ოქტომბერს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ანანიძემ ტრავმის გამო ექვსი თვე გამოტოვა და პირველი მატჩი 26 სექტემბერს რუსეთის თასზე ჩაატარა. რუსეთის თასის 1/16 ფინალურ ეტაპზე მოსკოვის ''სპარტაკმა'' სტუმრად ზე ლუიშის ერთადერთი გოლით ნოვოროსიისკის ''ჩერნომორეცი'' დაამარცხა. ამ გამარჯვებით ''სპარტაკი'' მერვედფინალში გავიდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით