ოქრიაშვილი: "ვერ ვიჯერებდი, გოლი რომ გავიტანე"

5-10-2018, 11:33

ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში "კრასნოდარმა" შინ "სევილია" მიიღო და 2:1 დაამარცხა. მატჩის გმირი ქართველი ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი გახდა.

ოქრიაშვილი მოედანზე მატჩის მიწურულს შევიდა, როცა ანგარიში 1:1 იყო, ხოლო 88-ე წუთზე ულამაზესი მაკრატელა დარტყმით საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

მატჩის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნული მომენტი შეაფასა.

"ვერ ვიჯერებდი, გოლი რომ გავიტანე. მინდა მადლობა გადავუხადო მწვრთნელსა და თანაგუნდელებს, მათ მე უდიდესი ნდობა გამომიცხადეს". - განაცხადა ოქრიაშვილმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით