"მილანი" პალასიოსისათვის ბრძოლაში ერთვება

2-10-2018, 11:51

"მილანი" "რივერ პლეიტის" ახალგაზრდა ნახევარმცველის, ეზეკიელ პალასიოსისათვის ბრძოლაში ჩაერთო, რომლის შეძენითაც "ინტერი" და "ატლეტიკო" ინტერესდებიან. არგენტინულმა კლუბმა ზაფხულში "ტორინოს" მიერ შეთავაზებული 4 მილიონი ევრო უარყო, რადგან მისი გაყიდვა უფრო სარფიანად სურს.

პალასიოსმა გასულ სეზონში მხოლო 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავის აქტივში სამი გოლი და ორი საგოლე გადაცემა ჩაიწერა. ეზეკიელმა გასულ კვირას "სუპერ კლასიკოზე" "ბოკას" წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა, სადაც "ბომბონერამ" მეტოქე 2-0 დაამარცხა და საგოლე პასის გაკეთებაც მოახერხა.

პალასიოსი 19 წლისაა და სიმაღლეში მხოლოდ 170 სანტიმეტრია. მასზე უკვე ალაპარაკდნენ ლუკას ბილია და ესტებან კამბიასო, რომლებიც ახალგაზრდა ნახევარმცველს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით