სევილიას მეკარე : “ოქრიაშვილმა საოცარი გოლი გამიტანა“

5-10-2018, 12:58

ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში "კრასნოდარმა" შინ "სევილია" მიიღო და 2:1 დაამარცხა.

მატჩის 88-ე წუთზე, ქართველმა ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა მაკრატელა დარტყმით “სევილიას“ გაუტანა და ანგარიში 2:1 გახადა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ "სევილიას" შვეიცარიელმა მეკარემ ტომას ვაცლიკმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"ძალიან დასანანი მატჩი წავაგეთ, სიმართლე გითხრათ ძალიან მეწყინა, მაგრამ ოქრიაშვილმა ბოლო წუთზე საოცარი გოლი გამიტანა“, - თქვა ვაცლიკმა




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით