ნეიმარი პოლ პოგბას “პარი სენ ჟერმენში“ ეპატიჟება

5-10-2018, 18:58

ცნობილი გამოცემის, Goal.com-ის ცნობით, ნეიმარს და პოლ პოგბას შორის მეგობრული საუბარი შედგა. 

ყველასთვის ცნობილია, რომ ნეიმარი და პოგბა მეგობრები არიან.

“პსჟს“ ფორვარდმა, “მანჩესტერ იუნაიტედის“ ფრანგ ფეხბურთელს, პოლ პოგბას “პარი სენ ჟერმენში“ გადასვლა შესთავაზა.

ნეიმარი იმედოვნებს, რომ ნასერ ალ-ხელაიფი პოგბას ტრანსფერს ხელს შეუწყობს და “პსჟ“ ფრანგი ფეხბურთელის შეძენას შეეცდება.

როგორც, იცით მედიაში ხშირად იწერება პოგბას “იუნაიტედიდან“ წასვლაზე, მოურინიოს და პოლ პოგბას უთანხმოება აქვთ და დიდი ალბათობით ფრანგი ფეხბურთელი “იუნაიტედს“ მალე დატოვებს.

საინტერესოა, რომ 2 წლის წინ, ბრაზილიელი ფეხბურთელი პოგბას "ბარსელონაში" ეპატიჟებოდა. მაშინ პოგბა "იუვეს" ფეხბურთელი იყო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით