საქართველო - ანდორას მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო!

6-10-2018, 11:12

13 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისის "დინამო არენაზე", საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მესამე შეხვედრაში ანდორას დაუპირისპირდება.

დღეს კი ბილეთების ფიზიკური გაყიდვა თბილისის "დინამო არენას" სალაროებში დაიწყო.

სალაროები 11:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებს.

ასევე გულშემატკივარს ბილეთების ყიდვა ონლაინ რეჟიმში, საიტზე TKT.ge შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრებად ბილეთი ყველა გულშემატკივარს სჭირდება და მისი ფასი 5, 10, 15 და 25 ლარს შეადგენს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით