პერესი რონალდუს უსიამოვნებებს უქმნის

6-10-2018, 15:35

"იუვენტუსის" პორტუგალიელი  თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ, საფუძვლიანად ეჭვობს, რომ მისი ბოლოდროინდელი პრობლემების უკან მადრიდის "რეალი" და კერძოდ მისი პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი დგას.

მადრიდის "რეალიდან" წასვლის შემდეგ, რონალდუმ არაერთი წარუმატებლობა განიცადა. ეს ყველაფერი აგვისტოში დაიწყო, როცა კრიშტიანუმ 2018 წლის უეფას საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ლუკა მოდრიჩთან წააგო. მაშინ უკვე იწერებოდა, რომ კრიშტიანუს აზრით, პერესმა "უეფას" ხელმძღვანელობაზე ზეწოლა მოახდინა, რომ ჯილდო ხორვატისთვის გადაეცათ. 

ამას მოჰყვა "ვალენსიასთან" შეხვედრაში ნაჩვენები წითელი ბარათი და ბოლოს, 2009 წლის ამბების ამოქექვა და ამერიკელი ქალბატონის მიერ მისი ბრალდება გაუპატიურებაში, რამაც რონალდუ სპონსორებთან პრობლემებამდე მიიყვანა.

La Reppublica-ს ინფორმაციით, რონალდუ სრულიად დარწმუნებულია იმაში, რომ ყველაფრის სათავეში ფლორენტინო პერესი დგას, რომელთანაც მას ურთიერთობა ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბერში გაუფუჭდა, მაშინ პერესი პორტუგალიელს საგადასახადოსთან არსებული პრობლემების დროს, გვერდში არ დაუდგა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით