ფილიპო ინძაგი: "გატუზომ აღნიშნა, რომ კუტრონე ძალიან მგავს"

6-10-2018, 15:42

იტალიური "მილანის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ფილიპო ინძაგიმ კუტრონეზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი თამაში ძალიან მოსწონს.

"გატუზომ აღნიშნა, რომ კუტრონე ძალიან მგავს. მისი თამაშის კულტურით აღტაცებული ვარ, თუმცა მოდით შედარებები გვერდით გადავდოთ, რადგან როდესაც კლუბში პირველად მოვედი, ჩემსა და ვან ბასტენს ან ვეას შორის პარალელებს არავინ ავლებდა. კუტრონეს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი თავდამსხმელი გახდეს", - განაცხადა ინძაგიმ. 

შეგახსენებთ, რომ კუტრონე "როსონერის" აღზრდილია და ის გულშემატკივრების წინაშე გასულ წელს წარსდგა. ფეხბურთის ქომაგები ახალგაზრდა ტალანტს სწორედ ფილიპოს ამსგავსებენ. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით