ალეგრი: "რონალდუ ნამდვილი პროფესიონალია და ეს ამბები მასზე ვერ იმოქმედებენ"

6-10-2018, 15:48

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ, ამავე გუნდის თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს ორგვლივ აგორებული ჭორების შესახებ კომენტარი გააკეთა და პორტუგალიელი შეაქო.

"კრიშტიანუს შესახებ შეთითხნილი ამბები და მისი რამდენიმე წარუმატებელი ნაბიჯი მისი  ავისმოსურვეების დამსახურება. ეს ყველაფერი მისთვის ქულების ჩამოკლებას ემსახურება. ზოგიერთები ჯერაც ვერ ეგუებიან რონალდუს გადაწყვეტილებებს, თუნდაც "რეალიდან" წამოსვლის შესახებ. მაგრამ, მოგეხსენებათ, "რაც არ კლავს - აძლიერებს". მიმდინარე მოვლენები მას უფრო ძლიერს გახდის".

"რონალდუ ნამდვილი პროფესიონალია, როგორც მოედანზე, ისე მოედნის გარეთ და ამაში, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ჩემპიონთა ლიგაზე მან ვერ ითამაშა, მომდევნო შეხვედრისთვის კი მოტივირებულია და სრულ მზადყოფნაშია",- ციტირებს ალეგრის Football Italia.

შეგახსენებთ, რომ  იტალიის ჩემპიონატის მომდევნო ტურში "ბებერი ქალბატონი" "უდინეზეს" ესტუმრება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით