მჭედლიძე 13-ში ვერ ითამაშებს

6-10-2018, 16:05

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ ლევან მჭედლიძეს ჯანმრთელობასთან დაკავშიერებით ისევ პრობლემები აქვს. ის კუნთის ტრავმის გამო მონაწილეობას სანაკრებო შეხვედრებში ვერ მიიღებს.

ემპოლის 28 წლის ფორვარდი, რომელსაც ტრავმის გამო წინა სეზონი მთლიანად გაუცდა და მოედანს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა, კუნთის პრობლემა შეექმნა. როგორც იტალიური მედია წერს, ლევანი არც რომასთან სერია A-ს მე-8 ტურის საშინაო მატჩში ითამაშებს და ვერც ეროვნულ გუნდს დაეხმარება. 

ვლადიმირ ვაისის გუნდი უეფას ერთა ლიგაში 13  ოქტომბერს ანდორას უმასპინძლებს, 16-ში კი ლატვიას ესტუმრება, სლოვაკმა მწრთვნელმა ამ მატჩებში ლევანიც გამოიძახა. მაგრამ საეჭვოა შეძლებს თუ არა ის ნაკრების დახმარებას.

"მჭედლიძემ კუნთების პრობლემის სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა, რომელიც პარმასთან თამაშის დროს შეექმნა. გამოკვლევამ მარჯვენა კუნთის მცირე დაჭიმულობა გამოავლინა, ფეხბურთელი მთელი კვირის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ იყო და დადგინდა, რომ რომასთან ის არ იქნება და ვერც ეროვნულ გუნდში მიწვევას დათანხმდება", - ვკითხულობთ pagineromaniste.com-ზე.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით