• 11-06-2023
    GOAL-ის ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგი! - რომელ ადგილზეა ხვიჩა კვარაცხელია
    GOAL-ის ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგი! - რომელ ადგილზეა ხვიჩა კვარაცხელია

    როგორც მოგეხსენებათ, გავლენიანი ევროპული გამოცემა GOAL.COM სეზონის სტარტიდან მოყოლებული თავიანთი ვერსიით, ოქროს ბურთის 2023 წლის ნომინანტების სიას ასახელებს.

    საგულისხმოა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლო განახლების მიხედვით რეგრესი განიცადა. კვარამ მე-8 ადგილიდან მე-13 ადგილზე გადაინაცვლა.

    GOAL.COM-ის განახლებული ათეული მსგავსად გამოიყურება:

    1. ლიონელ მესი (პსჟ)

    2. ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი)

    3. კილიან მბაპე (პსჟ)

    4. ვინისიუსი (რეალი)

    5. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)

    6. ილკაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი)

    7. ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი)

    8. როდრი (მანჩესტერ სიტი)

    9. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)

    10. ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტი)

    ცნობისთვის, ხვიჩამ გასულ სეზონში ჩატარებულ 43 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები