ანტონიო კასანო ფეხბურთს უბრუნდება

7-10-2018, 16:09

იტალიელმა ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ იტალიის სერია С-ს კლუბ "ვირტუს" ენტელასთან ვარჯიში დაიწყო და უახლოეს პერიოდში კარიერის განახლებას აპირებს.
 
ბედნიერი ვარ, რომ ვარჯიშს დავუბრუნდი. მადლობას ვუხდი გუნდის მწვრთნელს, რომელმაც კლუბთან ვარჯიშის საშუალება მომცა. რამდენიმე დღეში გადაწყვეტილებას მივიღებთ, - განაცხადა კასანომ იტალიურ La Gazzetta dello Sport-ი. 


მოგეხსენებათ, რომ კასანო ბოლოს 2016 წლის მაისში, სამპდორიას შემადგენლობაში გამოდიოდა.

2017 წლის ზაფხულში ფორვარდმა ვერონასთან კონტრაქტი გააფორმა, თუმცა რამდენიმე დღეში კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით