კრიშტიანუ რონალდუმ პატარა გულშემატკივარი გაახარა

7-10-2018, 19:54

"უდინეზესთან" მატჩამდე კრიშტიანუ რონალდუ მოედანზე ვარჯიშობდა, როდესაც პატარა გულშემატკივარ სხვადასხვა ბარიერებს გადაახტა და პორტუგალიელ ვარსკვლავთან მივიდა. 

კრიშტიანუსთან მისვლის სურვილით გახარებულმა ჭაბუკმა სტადიონის მცველებიც მარტივად მოიშორა და ოცნება აიხდინა. თავის მხრივ 33 წლის ვარსკვლავი ქომაგს გამოეხმაურა, ავტოგრაფი უსახსოვრა და გამოელაპარაკა კიდეც. 

საბოლოოდ, მატჩი "იუვენტუსის" გამარჯვებით დასრულდა (2:0). 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით