დიბალა: "ბოდიში, მირე, მაგრამ..."

7-10-2018, 20:44

პაულო დიბალამ მედიასთან კრიშტიანუ რონალდუსა და მის მიერ შესრულებულ ჯარიმებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პორტუგალიელის კლუბში ჩაირიცხვის შემდეგ, პიანიჩთან ერთად უმოქმედოდ დარჩა.

"გასულ წელს მე და პიანიჩი შეთანხმებულები ვიყავით: თუ ჯარიმა მარცხენა მხარეს დაინიშნებოდა, დარტყმას ის შეასრულებდა, ხოლო თუ მარჯვნივ – მე. როცა რონალდუ ჩვენთან გადმოვიდა, მირალემს მივწერე: “ბოდიში, მირე, მაგრამ ვფიქრობ, წელს ბევრი საჯარიმოს შესრულება აღარ მოგიწევს…", - განაცხადა არგენტინელმა. 

შეგახსენებთ, რომ რონალდუ "ბიანკონერის" რიგებში მიმდინარე წლის ზაფხულში ჩაირიცხა და 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით