ოქრიაშვილის მარცხი ტრიუმფის შემდეგ

7-10-2018, 23:40

რუსული პრემიერ ლიგის მე–10 ტურის მატჩში "ზენიტი" საკუთარ მოედანზე "კრასნოდარს" დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 2:1 მოუგო.
 
დიდხნიანი პაუზის შემდეგ რუსეთის ჩემპიონატში "კრასნოდარის" ქართველმა ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა ითამაშა. მთავარმა მწვრთნელმა იგი
მოედანზე 77-ე წუთიდან გამოიყვანა.

26 წლის შემტევი მინდორზე დიდხნიანი პაუზის შემდეგ ახლახანს დაუბრუნდა და ეს ფაქტი, ხუთშაბათს "სევილიას" კარში ულამაზესი გოლით აღნიშნა. ამ მოვლენას რუსული პრესა ლამაზად გამოეხმაურა და ქართველი ნახევრამცველი მესისა და რონალდუსაც კი შეადარა.

აღნიშნული წაგების შემდეგ "კრასნოდარს" 19 ქულა აქვს და 16–გუნდიან ჩემპიონატში მე–2 ადგილზეა.
 
შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისმა თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ნაკრებში ერთა ლიგის საოქტომბრო მატჩებისთვისაც გამოიძახა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით