გატუზო: "ეს კრიზისი არაა"

7-10-2018, 23:48

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ "კიევოსთან" სერია ა-ს მე-8 ტურის, ანგარიშით 3:1 მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი კრიზისში არაა.

"დღეს ბურთის კონტროლის დიდი სურვილის გამო ბევრ შეცდომას ვუშვებდით. მილანს კრიზისი არ აქვს, უბრალოდ კარგი გამოსვლის შემდეგ წარუმატებელი თამაში გვაქვს, ასე იცის მღელვარებამ".

"იგუაინი? ის ნამდვილი ჩემპიონია, რომელიც გუნდისთვის ბევრს მუშაობს. ბევრ მომენტს ვქმნით, ამიტომ უკეთესად უნდა ვთამაშობდეთ",-ციტირებს "მილანის" თავკაცს Football Italia.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით