ჯონ ტერიმ კარიერა დაასრულა

8-10-2018, 00:27

ლონდონის "ჩელსის" და ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა ჯონ ტერიმ კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. 
 
37 წლის ტერისთვის ბოლო კლუბი მოგეხსენებათ ასტონ ვილა იყო, ტერიმ "ასტონ ვილასთან" გასულ სეზონში 36-ჯერ ითამაშა.

აქვე შეგახსენებთ , რომ ტერიმ 19 სეზონი ლონდონის ჩელსიში გაატარა - "ლურჯების" მაისური 717-ჯერ მოირგო და მეტოქეთა კარი 67-ჯერ აიღო. 
 
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ტერიმ ინლისის ნაკრების შემადგენლობაში 78 მატჩი ჩაატარა და 6 გოლის გატანა მოახერხა.
 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით