სარიმ "საუთჰემპტონთან" მატჩი შეაფასა

8-10-2018, 13:18

"ჩელსის" იტალიელმა თავკაცმა მაურიციო სარიმ "საუთჰემპტონთან"გამართული მატჩი შეაფასა, სადაც "ჩელსიმ" 3-0 იმარჯვა.

"ჩემი გუნდისაგნ სწორედ ასეთი სტილის თამაშს ველი. ძალიან სწრაფად ვმოქმედებდით, მეტოქის კარამდე ადვილად მივდიოდით. ვფიქრობ, ჩემი ფეხბურთი ზუსტად ასე უნდა გამოიყურებოდეს.
 
მთავარი ისაა,რომ ვისწავლოთ კონტროლი  მატჩზე. ჩვენ შეგვიძლია დაცვაშიც და შეტევაშიც უკეთესად ვიმოქმედოთ" .- განაცხადა სარიმ "ჩელსის" პრესსმასახურთან.

პრემიერ ლიგის 8 ტურის შემდეგ "ჩელსი" "სიტისთან" და "ლივერპულთან" სამეულშია და ამ ორი კლუბის მსგავსად, 20 ქულა აქვს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით