კვასხვაძისა და "ჯეკას" ურთიერთობას "BBC" გამოეხმაურა

8-10-2018, 18:15

ეროვნული ლიგის 28-ე ტურში "დილა" "ტორპედოს" დაუპირისპირდა. მატჩი უგოლოდ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ფეხბურთელებმა ერთმანეთში იჩხუბეს. 

მატჩის ერთ-ერთ მომენტში მოედანზე ძაღლი შეიჭრა, რომლის გაყვანაც როინ კვასხვაძემ სცადა, თუმცა უშედეგოდ. კურიოზულ ფაქტს "BBC" გამოეხმაურა და კომენტარიც გააკეთა. 

"საქართველოს ჩემპიონატის ტურის ცენტრალურ მატჩში, მხიარული ძაღ​ლი მოედანზე შევარდა, დაეხეტებოდა და მეკარეს მუცლის მოფხანას სთხოვდა", - წერს BBC.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით