ვენტურამ აღიარა: "იტალია მზად არ იყო"

8-10-2018, 18:54

იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჯამპიერო ვენტურამ, ისაუბრა, თუ რატომ ვერ მოახერხა მან გუნდის მსოფლიო ჩემპიონატზე გაყვანა.

"იტალიის ნაკრებში კრიზისია. აქ წლების განმავლობაში არაფერი შეიცვლება თუ სისტემური რევოლუცია არ მოხდა. პატივს არავინ არავის სცემს და ძალიან დიდი მინუსია. შვედეთთან მატჩის შემდეგ, ჩემს გვერდით მეუღლე იყო, მხოლოდ ჩემი მეუღლე", - განაცხადა მან. 

შეგახსენებთ, რომ "სკუადრა აძურა" მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიდა. ის ფლეი-ოფში შვედეთთან დამარცხდა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით