გორის “დილა“ შავი ცუგას გამო 500 ლარით დააჯარიმეს

8-10-2018, 23:12

გუშინ, ეროვნული ლიგის 28-ე ტურში, გორის “დილამ“ ქუთაისის “ტორპედოს“ უმასპინძლა და მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში მოედანზე შავი ცუგა შეიჭრა და თამაში რამდენიმე წუთით გააჩარეა.

ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, გორის “დილას“ 500 ლარიანი ჯარიმა დაუწესეს.

დილას მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის მენეჯერმა მერაბ მერაბიშვილმა, აღნიშნა, რომ ეს შავი ცუგა გორის “დილას“ ყველა ვარჯიშს და თამაშს ესწრება, მაგრამ აქამდე არასდროს შესულა მოედანზე.







კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით