"ახალმა პირლომ" ოთხი გრანდი დააინტერესა

9-10-2018, 11:04

სანდრო ტონალი "ბრეშას" ძირითად გუნდში უკვე მეორე სეზონს ატარებს. იტალიურ პრესაში მას "ახალ პირლოს" უწოდებენ.

შარშან 17 წლის ტონალიმ "ბრეშას" მაისურით, სერია B-ში, 19 მატჩი ჩაატარა და 2 გოლიც გაიტანა, "სალერნიტანასთან" და "ჩიტადელასთან".

ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება, ტონელიმ იტალიის 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში რვა მატჩი ითამაშა და უცხოელი აგენტების ყურადღებაც მიიქცია. მან 19-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, სადაც პორტუგალიამ იტალიას დამატებით დროში 4:3 მოუგო.

18 წლის სანდროს გადაბირევით ოთხი დიდი კლუბია დაინტერესებული: "ატლეტიკო", "მილანი", "იუვენტუსი" და "ჩელსი".

ჯერკერობით, უცნობია თუ რას გადაწყვეტს "ახალი პირლო" და რომელ გუნდთან დააკავშირებს თავის მომავალს.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით