პერესი: "სწორედ ასეთ დროს გვჭირდება რონალდუ"

9-10-2018, 14:23

მადრიდის"რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ესპანურ პრესასთან ინტერვიუში თავისი გუნდის კრიზისისა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა.

"შექმნილ მდგომარეობას კრიზისს ვერ დავარქმევ. მსგავსი მცირე უშედეგობა ყველა დიდ გუნდს მოსდის, განსაკუთრებით სეზონის სტარტზე. ჩვენთან ბევრი ცვლილება მოხდა და მჯერა, ყველაფერი მალე კარგად წარიმართება".

"სწორედ ასეთ რთულ მომენტებშია საჭირი რონალდუსნაირი ლიდერი. მისმა წასვლამ გული დაგვწყვიტა. რონი სამუდამოდ ჩვენს გულებში დარჩება".

"პორტუგალიელი ახლა აქ რომ იყოს, არ დავაყოვნებდი და უმალ ჩავეხუტებოდი. მან ჩვენი გუნდისთვის ბევრი გააკეთა და ვფიქრობ, რომ ერთ დღეს ის "ბერნაბეუზე" "რეალის" ფეხბურთელის სტატუსით აუცილებლად დაბრუნდება", - განაცხადა პერესმა პრესასთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ "იუვეს" შვიდიანი "რეალ მადრიდიდან" აპენინზე გასულ ზაფხულს 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით