"ბარსელონა" მენდის უმიზნებს

9-10-2018, 16:18

კატალონიური სპორტული გამოცემა Mundo Deportivo იუწყება, რომ "ბარსელონა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ლიონიდან" მარცხენა მცველის ფერლანდ მენდის გადაბირებას შეეცდება.

23 წლის ფრანგ მცველს ჟორდი ალბას შემცვლელად მიიჩნევენ და მთელი რესურსების მიმართვას გუნდის ხელმძღვანლობა ზამთარში სწორედ მის შესაძენად აპირებს.

1.78სმ სიმაღლის მქონე მენდი თავის საფეხბურთო კარიერას "ლეავრში" იწყებდა, ხოლო "ლიონის" წევრი 2017 წელს გახდა.

გასულ სეზონში მან საფრანგეთის ჩემპიონატში 27 მატჩი ჩაატარა, ხოლო ევროპის ლიგაზე - 7.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით