ლუჩიანო მოჯი: "როგორ შეიძლება "იუვენტუსის“ დამარცხება?"

9-10-2018, 18:24

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ლუჩანო მოჯი ტვიტერში ერთ-ერთ კითხვას საინტერესოდ პასუხობს. მისი აზრით, „იუვეს“ შეჩერება მხოლოდ ახალი კალჩოპოლით იქნება შესაძლებელი.

"როგორ შეიძლება "იუვენტუსის“ დამარცხება? – ახალი კალჩოპოლი უნდა მოიგონონ“, – განაცხადა მოჯიმ.

შეგახსენებთ, რომ 2006 წელს მოჯი და "იუვენტუსი" საფეხბურთო სკანდალში მოხვდნენ, რის გამოც "ბებერი ქალბატონი" ქვედა ლიგაში დააქვეითეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით