“ანჟის“ ფეხბურთელების შეძენა აეკრძალა

9-10-2018, 20:39

მახაჩკალის "ანჟის" გიორგი ლორიას გამო, ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია აეკრძალა.

საქმე იმაშია, რომ გიორგი ლორიამ “ანჟი“ ლეგიონერების რაოდენობის შეზღუდვის გამო დატოვა.

“ანჟის“ საქართველოს ნაკრების მეკარის დავალიანება აქვს და სანამ ამ დავალიანებას არ დაფარავს, მანამდე არ შეეძლება ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია.

გიორგი ლორია ამჟამად კლუბის გარეშეა და სანაკრებო მატჩებისთვის თბილისის “დინამოში“ ვარჯიშობს.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით