დანი ალვეში სუარესის მიერ ჩამორთმეულ რეკორდს გამოეხმაურა

9-10-2018, 23:18

წლების განმავლობაში, დანი ალვეში იმით ამაყობდა, რომ მესისთვის, ლა ლიგაში, ყველაზე მეტი პასი სწორედ მას გაუკეთებია.

ლუის სუარესმა, "ვალენსიასთან" ფრედ (1:1) ნათამაშებ შეხვედრაში, ალვეშის რეკორდი (26) გააუმჯობესა და 27-ე საგოლე პასი მიითვალა. ამ სიახლეს ბრაზილიელი Twitter-ის პირად გვერდზე გამოეხმაურა:

"არაააა!!!", – და სიცილაკებიც მიაყოლა. 

მოგეხსენებათ, დანი ალვეშმა "ბარსელონაში" 8 წელი გაატარა, რის შემდეგაც, "იუვენტუსში" გადავიდა, ახლა კი, პარიზული გუნდის ღირსებას იცავს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით