"მილანი" პაკეტას ტრანსფერთან ახლოსაა

10-10-2018, 16:29

მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს "მილანი" ბრაზილიელ ტალანტ, ლუკას პაკეტას დაიმატებს. ამის შესახებ ევროპული გამოცემები იუწყებიან.

პორტუგალიური Globoesporte-ს ინფორმაციით, "როსონერიმ" უკვე შეათანხმა 21 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი და მას უახლოეს მომავალში გააოფიციალურებენ.

წყაროს ცნობით, მილანელები პაკეტას სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს გადაიხდიან. თავად მოთამაშე კი ზამთარში შეუერთდება გუნდს.

შეგახსენებთ, რომ პაკეტას დამატება "მილანის" გარდა ასევე მერსისაიდულ "ლივერპულსა" და კატალონიის "ბარსელონასაც" სურდათ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით