შევჩენკომ ბერლუსკონი უარით გაისტუმრა

10-10-2018, 21:00

"მილანის" ლეგენდარულმა შემტევმა, ანდრეი შევჩენკომ განაცხადა, რომ იტალიის მესამე ლიგაში მოასპარეზე "მონცას" დამოძღვრას არ აპირებს. მისი თქმით, შეთავაზება იყო, თუმცა სილვიო ბერლუსკონის უარი შეუთვალა. 

"ბერლუსკონის დაბადების დღე ჰქონდა და მივულოცე. მან ხუმრობით "მონცას" საკითხზეც ისაუბრა, თუმცა არაფერს ვგეგმავ. მჯერა, რომ უკრაინის ნაკრებს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე გავიყვან", - განაცხადა მან. 

კრაინის ნაკრები, დღეს, გენუაში იტალიის ეროვნულ გუნდს ამხანაგურად დაუპირისპირდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით