ალონსო: "არც "ბარსელონა და არც "რეალი", გადაწყვეტილება უკვე მივიღე"

10-10-2018, 21:06

მარკოს ალონსომ, "ჩელსისთან" კონტრაქტის გაგრძელება გადაწყვიტა და  ახალ 4 წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

როგორც მედიასთან ნტერვუში აღნიშნა, არც "რეალში" და არც "ბარსელონაში" გადასვლას არ აპირებს და ლონდონში რჩება, რადან აქ ძალან კარგად გრძნობს თავს.

"ჩელსიში" ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს და ბედნიერი ვარ, დარწმუნებული ვარ კლუბშიც ანალოგიურად სიამოვნებთ ჩემთან მუშაობა".

"მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კონტრაქტით 2 წელი მაქვს დარჩენილი, უკვე ახალი შემომთავაზეს. თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, ახალ კონტრაქტს ხელს თვის ბოლოს მოვაწერ".

"უკვე 27 წლის ვარ და ახლა ერთადერთი რაც მაინტერესებს, ეს ბევრი თამაში და ტიტულების მოგებაა, როგორც "ჩელსიში", ისე ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში",-განაცხადა ალონსომ.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით