"იუვე"სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის დამატებას შეეცდება

10-10-2018, 21:37

როგორც მოგეხსენებათ  პრესაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობას მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაზე ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება სურთ.
 
Football Italia-ს ცნობით, ტურინელები "ლაციოს" ლიდერის, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის დამატებას შეეცდებიან,აღსანიშნავია ისიც, რომ ლაციოს ლიდერის დამატებით "იუნაიტედიცაა" დაინტერესებული.
 
მილინკოვიჩ-სავიჩის დამატება "იუვენტუსისთვის" მეორე პრიორიტეტია. პირველ რიგში ტურინელებს პოლ პოგბას დაბრუნება სურთ, რომელსაც კარგი დრო ნამდვილად არ უდგას "მანჩესტერში"
 
აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მილინკოვიჩ-სავიჩის აქტივში ლაციოს მაისურით 9 ჩატარებულ შეხვედრაში 1 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით