ფაულერი: "არ გამოვრიცხავ, რომ სალაჰმა იგივე გაიმეოროს"

10-10-2018, 23:08

"ლივერპულის" ლეგენდას, რობი ფაულერს სჯერა, რომ სალაჰი გოლების გატანას კვლავ გააგრძელებს, თუმცა, წინა სეზონის შედეგის გაუმჯობესებას გამორიცხავს.

ეგვიპტელმა გასულ სეზონში, "ლივერპულის" მაისურით, ჯამში, 44 გოლი გაიტანა და "PFA Players"-ისა და "Football Writers"-ის წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც მიიღო, მაგრამ მიმდინარე სეზონში, სალაჰს 11 შეხვედრაში, მხოლოდ 3 გოლი აქვს, რაც წინა წელთან შედარებით, ნახევარია.

ფოულერი მას არ აკრიტიკებს, რადგან ხვდება, რომ ეგვიპტელი განსხვავებულ ფორმაშია:

"არ ვამბობ, რომ ცუდი სეზონი აქვს. ის კვლავ კარგი მოთამაშეა. რაც გასულ სეზონში გააკეთა, წარმოუდგენელია. ვფიქრობ, ის კიდევ ბევრ გოლს გაიტანს. რაც მასში მომწონს ის არის, რომ სავარჯიშო ეთიკა შესანიშნავი აქვს. 

რაც გულს დამწყვეტს ის იქნება, რომ მას შანსი არ მისცენ. არ ვფიქრობ, რომ გასული სეზონის შედეგს გააუმჯობესებს, თუმცა, ის ჩინებული მოთამაშეა. სალაჰი პრემიერ ლიგაში კვლავ სახიფათო იქნება", – რობი ფაულერის სიტყვები "Sky Sports"-სთან საუბრისას.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით