საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგაზე მეტის გამომუშავება შეუძლია

11-10-2018, 10:47

როგორც უეფას ოფციალური საიტი იტყობინება, ერთა ლიგაზე მონაწილეობისათვის ნაკრებებს სოლიდარობის თანხა და ბუნუსები გაეზრდებათ.

ტურნირზე თანხა ყველა ნაკრებისთვის 50%-ით გაიზარდა. ახლა A ლიგაში თანხა 2,25 მილიონ ევროს შეადგენს (იყო 1,5 მილიონი, გაიზარდა 750 ათასით), B ლიგაში - 1,5 მლნ ევროს (იყო 1 მლნ), С ლიგაში 1,125 მლნ (იყო 750 ათასი), ხოლო D ლიგაში, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები გამოდის - 750 ათასი (იყო 500 ათასი). 

შეგახსენებთ, ჩვენმა ნაკრებმა სასტარტო ორივე მატჩი მოიგო, ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს და 13 ოქტომბერს თბილისში ანდორას უმასპინძლებს.

ასე რომ, ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებს 1.5 მილიონის გამომუშავების შანსი აქვს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით