ლუის ენრიკე: "სათამაშო დროის მიღება უნდა დამსახურონ"

11-10-2018, 10:54

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ წინასამატჩო კონფერენციაზე უელსთან ჩასატარებელ მატჩზე ისაუბრა.

"ბევრს აქვს პრეტენზია, მაგრამ ვინც ყველაზე უკეთ ივარჯიშებს, სათამაშო დროს ის მიიღებს. ჩვენ რამდენიმე ვარჯიში გვქონდა, თუმცა მაღალი დონის მხოლოდ ერთი იყო. ვფქრობ ფეხბურთელები ცოტას ზარმაცობენ, ისე არ ვარჯიშობენ, როგორც ეს მე მსურს".

"მომავალი მატჩი ძალიან მნიშნველოვანია. მართალია, ამ შეხვედრაში ქულებს არავინ მოგვცემს, მაგრამ ახლა იმ სტადიაში ვართ, როცა გუნდისთვის თითოეულ თამაშს დიდი მნიშვნელობა აქვს, მოგება უბრალოდ პრესტიჟისთვისაც გვაწყობს".

"ჩვენ სტილის შეცვლას არ ვაპირებთ. გავარჩიეთ უელსის ეროვნული ნაკრების თამაში ბეილის მონაწილეობით, ის გუნდს ორ კომპონენტში ეხმარება - სისწრაფესა და შეტევაში.'' - ციტირებს ენრიკეს Marca.

ესპანეთისა და უელსის ამხანაგური შეხვედრა დღეს, 11 ოქტომბერს, კარდიფში გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით