სკანდალი ბელგიის უმაღლეს ლიგაში

11-10-2018, 11:05

გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, ბელგიური ფეხბურთში დიდი აურზაურია.

"ბრიუგეს", "ანდერლეხტის", "სტანდარდისა" და ჟუპილერ (უმაღლესი) ლიგის სხვა კლუბების ოფისებში პოლიციამ  მაშტაბური რეიდი ჩაატარა, რისი საფუძველიც ეჭვები გახდა ჩაწყობილი თამაშების შესახებ, დიდი რაოდენობით ფულის გათეთრება და სხვა ფინანსური მაქინაციები.

ეჭვმიტანილთა შორის არიან ჩაკვეტაძისა და ქვილითაიას კლუბის, "გენტის" მესვეურებიც. ამას გარდა, დააკავეს მსაჯები და აგენტები.

გამოძიება 2017 წლიდან ხორციელდებოდა და ბელგიაში სულ 44 რეიდი განხორციელდა.  

"ბრიუგესა" და "ანდერლეხტის" ხელმძღვანელობამ გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ეს კლუბები მზად არიან გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით