საუთგეითს ანაზღაურება უორმაგდება

11-10-2018, 11:26

როგორც BBC იტყობნება ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გარეთ საუთგეითს უახლოეს მომავალში ხელფასს საგრძნობლად გაუზრდიან.

48 წლის სპეციალისტმა ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციასთან კონტრაქტი 2022 წლამდე გააგრძელა და ახალი ხელშეკრულების თანახმად, წელიწადში ჯამაგირად 3 მილიონ გირვანქას მიიღებს. ახლა ის 1,8 მილიონ გირვანქას იღებს.

შეგახსენებთ, რომ საუთგეითი ინგლისის ნაკრებს 2016 წლიდან წვრთნის და ახლახან დამთავრებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალში გაიყვანა, რაც 1990 წლის იტალიური მუნდიალის შემდეგ საუკეთესო შედეგია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით