კრიშტიანუს ადვოკატი: "დოკუმენტები ყალბია"

11-10-2018, 20:06

კრიშტიანუ რონალდუს ადვოკატმა, მედიასთან გაუპატიურების საქმეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გამოძიებისთვის მიწოდებული საქმე გაყალბებულია. 

"დოკუმენტები, რომელიც გამოქვეყნდა ყალბია. რონალდუმ რამდენიმე საბუთს ხელი მოაწერა, მაგრამ არსად არ წერია, რომ ბრალს აღიარებს. მედიაში ინფორმაცია ძალიან დამახინჯებულია და კრიშტიანუ იმედს გამოთქვამს, რომ სიმართლე გაიმარჯვებს", - განაცხადა კრისტიანსენმა. 

შეგახსენებთ, რომ 33 წლის რონალდუს ამერიკის მოქალაქე, კეტრინ მაიორგა ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, კრიშტიანუმ 2009 წელს გააუპატიურა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით