მექსიკელი ფეხბურთელი თავს "იუვენტუსის" ფეხბურთელად ასაღებდა

11-10-2018, 20:49

19 წლის მექსიკელი ფეხბურთელი, დიონისიო ფარიდ როდრიგესი ყველას ატყუებდა, რომ "იუვენტუსის" რიგებში ასპარეზობდა. მან ადგილობრივ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ "ბიანკონერის" ახალგაზრდულ გუნდში ირიცხება და 10 გოლის გატანა მოახერხა. 

დიონისიოს ბევრი გულშემატკივარი გამოუჩნდა. ის არიგებდა ავტოგრაფებს, სოციალურ ქსელში კი, 16 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავდა. საბოლოოდ, ყველაფერი დიდი ტყული აღმოჩნდა. 

როდრიგესმა, როგორც ჩანს ფოტოშოპი კარგად იცოდა და "შავ-წითლების" გუნდის წევრის, ჟოაო სერაოს ნაცვლად თავისი თავი ჩასვა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით