როგორ მიულოცეს ანანიძეს დაბადების დღე თანაგუნდელებმა (ვიდეო)

11-10-2018, 21:40

დღეს, საქართველოს ნაკრების და მოსკოვის “სპარტაკის“ ფეხბურთელს, ჯანო ანანიძეს 26 წელი შეუსრულდა .

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა, ჯანო ანანიძეს ვარჯიშის შემდეგ დაბადების დღე მიულოცეს.

მილოცვის ვიდეოს სოციალურ ქსელში გიორგი ქვილითაია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის ემზადება.

ჩვენი გუნდი 13 ოქტომბერს, “დინამო არენაზე“ “ანდორას“ უმასპინძლებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით