"შეუძლებელია საქართველო ასეთ ვითარებაში..." - განცხადება ხაბიბ ნურმაგომედოვის

12-10-2018, 01:12

UFC-ის გახმაურებული ბრძოლა მსუბუქ წონაში ჩემპიონის გამოსავლენად ხაბიბ ნურმაგომედოვის გამარჯვებით დასრულდა. დაღესტნელმა მებრძოლმა ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი მეოთხე რაუნდში დაამარცხა.

შეხვედრის შემდეგ დიდი არეულობა იყო, დაღესტნელი კვლავ იწევდა მაკგრეგორისკენ და მისი სამწვრთნელო შტაბისკენ, რის გამოც საჩემპიონო ქამარი ოქტაგონზე არ გადაეცა.

საბოლოოდ ხაბიბის გაყვანა ოქტაგონიდან პოლიციის დახმარებით მოხერხდა.

საინტერესოა, რომ ბრძოლამდე რამდენიმე თვით ადრე ხაბიბ ნურმაგედოვი საქართველოში იმყოფებოდა სხვა ჩეჩენ სპორტსმენებთან ერთად. როგორც ცნობილია, 30 წლის სპორტსმენი მეგობრების მოწვევით თბილისს ესტუმრა და საკმაოდ მოიხიბლა საქართველოს დედაქალაქით.

რუსმა მოკრივემ თბილისის სტუმრობის კადრები სოციალურ ქსელშიც განათავსა.

აღნიშნულ პოსტს ხაბიბის გულშემატკივარი გამოეხმაურა, რომელმაც შემდეგი რამ განაცხადა: "საქართველოში მარტო ყოფნა შეუძლებელია. ამიტომ ძმებთან და მეგობრებთან ერთად".




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით