ტალახაძე: "მეტის ღირსები ვართ, ესღა გვაკლდა ქართველებს, რომ..."

12-10-2018, 12:01

ხაშურში რეპორტაჟის მოსამზადებლად ჩასულ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტს ეკა გაგუასა და ამავე არხის ოპერატორს ჩინური კომპანიის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით სიუჟეტი იმავე ტელეკომპანიის ეთერში გავიდა, რომელსაც სოციალურ ქსელში შემდეგ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ერთ-ერთი, ვინც ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ქართველი ძალოსანი, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძეა.

"მეტის გირსები ვართ. ესგა გვაკლდა საქართველოში ჩინელები გვიშლიდნენ გვცემდენ და გვიკრძალავდნენ რამეს.!!!!! - წერს სოციალური ქსელის თავის გვერდზე ტიტულოვანი სპორტსმენი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით