• 26-08-2023
    ვინ შეცვლის პედრის "ვილიარეალთან" - 4 ვარიანტი
    ვინ შეცვლის პედრის "ვილიარეალთან" - 4 ვარიანტი

    როგორც იცით, "ბარსელონას" თავისი ახალგაზრდა ვარსკვლავი, პედრი გონსალესი რამდენიმე კვირით გამოაკლდა. ესპანელმა ნახევარმცველმა დაზიანება ბარძაყის კუნთზე მიიღო.

    პედრის გარეშე გასავლელ პერიოდს "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ხვალიდან, "ვილიარეალის" წინააღმდეგ ჩასატარებელი მატჩით შეუდგებიან.

    SPORT-ის ინფორმაციით, სასტარტო შემადგენლობაში გონსალესის ადგილს ამ ოთხეულიდან რომელიმე დაიკავებს:

    ილქაი გიუნდოგანი

    სერხი რობერტო

    ფერმინ ლოპესი

    მარკ კასადო

    შეგახსენებთ, რომ "ყვითელი წყალქვეშა ნავისა" და "ბლაუგრანას" ჯახი თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები