• 27-08-2023
    "ნაპოლის" უარი "პსვ"-ს - ნეაპოლელები ლოსანოში 15 მილიონს ითხოვენ
    "ნაპოლის" უარი "პსვ"-ს - ნეაპოლელები ლოსანოში 15 მილიონს ითხოვენ

    როგორც მოგეხსენებათ, "ნაპოლის" მექსიკელი შემტევის, ირვინ ლოსანოს ტრანსფერთან დაკავშირებით დიდი მითქმა-მოთქმაა გამართული.

    მას არაერთი ამერიკული და არაბული კლუბი სთავაზობს კონტრაქტს, ევროპულიდან კი მხოლოდ "პსვ" აქტიურობს.

    იწერება, რომ ნიდერლანდურმა გუნდმა "პარტენოპეის" 10 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ნეაპოლელებმა 15 მილიონი მოითხოვეს.

    ჯერ-ჯერობით "პსვ"-ს "ნაპოლისთვის" მეორედ არ მიუმართავს.

    Facebook კომენტარები