როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია "სასუოლოსთან" მაგჩს სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მალევე საგოლე პასის აქტივში ჩაწერაც მოახერხა.
ამასთან დაკავშირებით იტალიურ პრესაში არაერთი საქებარი სტატია გავრცელდა, გთავაზობთ ერთ-ერთს:
"ეს წლევანდელ სეზონში ნაპოლის მაისურით ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ოფიციალური მატჩი იყო, რომელშიც ქართველმა სწრაფად შეასრულა გადამწყვეტი როლი – მოედანზე შესვლიდან სამ წუთში დი ლორენცოს საგოლე გადაცემა მიაწოდა"
"ხვიჩა კვარაცხელიამ ფროსინონესთან გასვლითი შეხვედრა გამოტოვა. სასუოლოსთან კი მოედანზე 61-ე წუთზე, პოლიტანოს ნაცვლად შევიდა და მხოლოდ სამი წუთი დასჭირდა ახალ სეზონში პირველი შედეგიანი მოქმედებისთვის – კვარამ დი ლორენცო მეკარესთან პირისპირ დატოვა და ნაპოლის კაპიტანმა ანგარიში 2:0 გახდა" , - იწერება იტალიურ მედიაში.