• 29-08-2023
    "სლოვენიასთან ამის გამო დავმარცხდით" - ჯინჭარაძე მატჩის შემდეგ
    "სლოვენიასთან ამის გამო დავმარცხდით" - ჯინჭარაძე მატჩის შემდეგ
    ავტორი
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, გუშინ საქართველოსა და სლოვენიის ნაკრებებს შორის დაპირისპირება შედგა, სადაც ჩვენმა გუნდმა 88:67 წააგო.

    შეხვედრის დასრულების შემდეგ, კახაბერ ჯინჭარაძემ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

    "რა თქმა უნდა, წაგებული თამაშის შემდეგ ჩემს თავზე ბევრს ვერაფერს ვერ ვიტყვი, მქონდა კარგი მომენტები, თუმცა უფრო მეტი ცუდი.

    "პირველ ტაიმში შევძელით და დავქაჩეთ თამაში, 14:0 გავაკეთეთ გაქცევა. შემდეგ დავკარგეთ მობილიზება და კონცენტრაცია და ამის გამო დავმარცხდით.

    "მწრთვნელებთან და სტაფთან ერთად ვნახავთ ჩვენს დღევანდელ თამაშს და ყველაფერს გავაანალიზებთ", - თქვა ჯინჭარაძემ.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები