• 29-08-2023
    "ბარსას" ლენგლესთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს - ფრანგს ახალი მსურველი ჰყავს
    "ბარსას" ლენგლესთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს - ფრანგს ახალი მსურველი ჰყავს

    დღეს, მედიაში კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელზე კლემან ლენგლეზე ახალი ინფორმაცია გავრცელდა.

    როგორც იწერება, "ბლაუგრანამ" ფრანგ ცენტრალურ მცველს კონტრაქტის გაწყვეტა შესთავაზა.

    აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერზე 28 წლის უკანახაზელი თანახმა არაა და კატალონიელთა რიგებში დარჩენა სურს.

    ასევე იწერება, რომ ლენგლეს გადაბირებით ფრანგული "ლიონია" დაინტერესებული, რომელიც ფეხბურთელის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.

    ასე რომ, საინტერსო იქნება, თუ სად გააგრძელებს კარიერას ფრანგი მოთამაშე.

    Facebook კომენტარები