• 30-08-2023
    "ამ ვარიანტზე მიქაუტაძე თანახმა იყო თუმცა "აიაქსმა" უარი თქვა" - რა მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს ნიდერლანდელებმა გიორგის და "მეცს"
    "ამ ვარიანტზე მიქაუტაძე თანახმა იყო თუმცა "აიაქსმა" უარი თქვა" - რა მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს ნიდერლანდელებმა გიორგის და "მეცს"

    როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძე კარიერას ამსტერდამულ "აიაქსში" გააგრძელებს.

    ფრანგულ მედიაში ვრცელდება ტრანსფერის უცნობი დეტალები, რომლიც მიქაუტაძის 1 წლით კვლავ "მეცში" თამაშს განაპირობებდა:

    "მეცში მიქაუტაძის შენარჩუნება სურდათ, რის გამოც სამ მილიონიან ბონუსზე უარს ამბობდნენ თუ აიაქსი ქართველს იჯარით სეზონის ბოლომდე ფრანგულ კლუბში დატოვებდა"

    "ამ ვარიანტზე თანახმა იყო თვითონ ფეხბურთელიც, თუმცა ნიდერლანდურმა კლუბმა ხსენებულ წინადადებაზე უარი განაცხადა, რადგანაც სურდათ, რომ ქართველი თავდამსხმელი ამ სეზონშივე დახმარებოდათ'', - იწერება ფრანგულ მედიაში.

    Facebook კომენტარები