• 30-08-2023
    PHOTO: საბა საზონოვმა “ტორინოში” სამედიცინო შემოწმება გაიარა
    PHOTO: საბა საზონოვმა “ტორინოში” სამედიცინო შემოწმება გაიარა

    გავლენიანი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საბა საზონოვმა “ტორინოში” სამედიცინო შეამოწმება გაიარა.

    იტალიურმა გუნდმა მოსკოვის “დინამოს” ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელში 3 მილიონი ევრო გადაუხადა.

    21 წლის ფეხბურთელი ტურინულ გუნდთან 4 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

    ცნობისთვის, საბა საზონოვმა გასულ სეზონში ჩატარებულ 33 შეხვედრაში 1 გოლის გატანა მოახერხა.

    Facebook კომენტარები